
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ეგვიპტეში გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან. ბორტზე შვიდი მძევალი იმყოფება სამი მგზავრი და და ოთხი ეკიპაჟის წევრი.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ყველა მძევალმა დატოვა. გამტაცებელმა სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილი მეუღლის გამო გაიტაცა, რომელიც ამჟამად კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სოფელში ცხოვრობს.