
გაერო-ს განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Code Blue Campaign-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვადასხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დაზარალებულებმა აცნობეს მას, რომ ამ შემზარავი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი გოგონა მოგვიანებით უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Code Blue Campaign-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მიმდინარე კვირას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე იმყოფებიან, გამოძიების გარდა მათ დაზარალებულებს ფისოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გაერო-ს განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Code Blue Campaign-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვადასხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დაზარალებულებმა აცნობეს მას, რომ ამ შემზარავი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი გოგონა მოგვიანებით უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.
Code Blue Campaign-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მიმდინარე კვირას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე იმყოფებიან, გამოძიების გარდა მათ დაზარალებულებს ფისოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
მკითხველის კომენტარები
(0)