
ისლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ ამ თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი სიგურდურ ინგი იოჰანსონი დანიშნა.
მოქმედი კანონმდებლობით იოჰანსონი ახალ პოსტზე ოფიციალურად პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.
ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე ისლანდიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
იოჰანსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სიგმუნდურ გუნლეიგსონი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ე.წ. პანამის დოკუმენტების გამო დატოვა.
ამ დოკუმენტების თანახმად, გუნლეიგსონი ოფშორული კომპანიის მფლობელი იყო.