ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მკვლელობა ათეისტური შეხედულებების გამო ბანგლადეშში | Allnews.Ge

მკვლელობა ათეისტური შეხედულებების გამო ბანგლადეშში

ბანგლადეშში სტუდენტი ათეისტური შეხედულებების გამო მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, ნაზიმუდინ სამადი, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, დედაქალაქ დაკაში მოკლეს.

იგი ჯერ მაჩეტეებით დაჭრეს შემდეგ კი ესროლეს. 28 წლის სამადი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო იმ ჯგუფისა, რომელიც სეკულარიზმის იდეის ადვოკატირებას ახდენდა. პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

როგორც ცნობილია, სამადი რეგულარულად გამოდიოდა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

ბანგლადეში ოფიციალურად სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა, სეკულარული შეხედულებების მქონე ადამიანს ხშირად ესხმიან თავს. მაგალითად, გასულ წელს სეკულარიზმის მხარდამჭერი ოთხი ბლოგერი მოკლეს.