
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ფული, უკანონოდ ითვლება.
ადამიანს, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, ემუქრება ჯარიმა 3750 ევროს ოდენობით (4200 აშშ დოლარზე მეტი).
გარდა ამისა, კანონდამრღვევებს მოუწევთ სავალდებულო სპეციალურ სემინარებზე დასწრება, რომლებზეც მათ მოუყვებიან, თუ რა რთულ პირობებში უწევთ სექს-მუშაკებს შრომა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღსანიშნავია, რომ 1999 წელს შვედეთმა სრულიად შეცვლა პროსტიტუციისადმი მიდგომა: ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ფულის გადახდა, თუმცა, მომსახურების გაწევა არ იყო აკრძალული.
კანონის მიღების შემდეგ, პირველი წლების განმავლობაში შვედეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ უძველესი პროფესიის წარმომადგენლთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ისევე როგორც ქვეყანაში არალეგალურად ჩამოყვანილი ქალების, რომლებიც სექსუალურ მონებად იქცნენ.
ასევე, მნიშველოვანია, რომ პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები მჭიდროდ არის დაკავშირებული შვედეთში არსებულ სხვა სოციალურ პროგრამებთან. შვედეთის მოდელის სხვა ქვეყანაში გადატანა შეუძლებელია, თუ წინასწარ არ შეაჯერე მისი სტანდარტები შვედეთისთვის დამახასიათებელ "სოციალისტურ კაპიტალიზმს".
"ეს უნიკალური მოდელია. იგი აერთიანებს სოციალურად ძლიერ სახელმწიფოს; უკვე არსებულ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან ქალს სურვილის შემთხვევაში შეიცვალოს პროფესია; პოლიციელების სრულ გადამზადებას, რომლებიც ახლა ამ ქალებს არა დამნაშავეებად, არამედ მსხვერპლებად თვლიან, და განმანათლებელ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც იცვლება საზოგადოების მენტალიტეტი", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მეგან მერფი.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პრობლემის ამ საკუთარ გადაწყვეტილებას შვედეთის მთავრობა იმდენად წარმატებულად თვლიდა, რომ აქტიურად ეწეოდა მის პროპაგანდას უცხოეთში. შედეგად "შვედური მოდელი" საკუთარ ქვეყანაში დანერგა ნორვეგიამ, ისლანდიამ და ახლა უკვე საფრანგეთმა.
მომზადებულია BBC.COM- ის მიხედვით
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ფული, უკანონოდ ითვლება.
ადამიანს, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, ემუქრება ჯარიმა 3750 ევროს ოდენობით (4200 აშშ დოლარზე მეტი).
გარდა ამისა, კანონდამრღვევებს მოუწევთ სავალდებულო სპეციალურ სემინარებზე დასწრება, რომლებზეც მათ მოუყვებიან, თუ რა რთულ პირობებში უწევთ სექს-მუშაკებს შრომა.
აღსანიშნავია, რომ 1999 წელს შვედეთმა სრულიად შეცვლა პროსტიტუციისადმი მიდგომა: ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ფულის გადახდა, თუმცა, მომსახურების გაწევა არ იყო აკრძალული.
კანონის მიღების შემდეგ, პირველი წლების განმავლობაში შვედეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ უძველესი პროფესიის წარმომადგენლთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ისევე როგორც ქვეყანაში არალეგალურად ჩამოყვანილი ქალების, რომლებიც სექსუალურ მონებად იქცნენ.
ასევე, მნიშველოვანია, რომ პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები მჭიდროდ არის დაკავშირებული შვედეთში არსებულ სხვა სოციალურ პროგრამებთან. შვედეთის მოდელის სხვა ქვეყანაში გადატანა შეუძლებელია, თუ წინასწარ არ შეაჯერე მისი სტანდარტები შვედეთისთვის დამახასიათებელ "სოციალისტურ კაპიტალიზმს".
"ეს უნიკალური მოდელია. იგი აერთიანებს სოციალურად ძლიერ სახელმწიფოს; უკვე არსებულ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან ქალს სურვილის შემთხვევაში შეიცვალოს პროფესია; პოლიციელების სრულ გადამზადებას, რომლებიც ახლა ამ ქალებს არა დამნაშავეებად, არამედ მსხვერპლებად თვლიან, და განმანათლებელ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც იცვლება საზოგადოების მენტალიტეტი", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მეგან მერფი.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პრობლემის ამ საკუთარ გადაწყვეტილებას შვედეთის მთავრობა იმდენად წარმატებულად თვლიდა, რომ აქტიურად ეწეოდა მის პროპაგანდას უცხოეთში. შედეგად "შვედური მოდელი" საკუთარ ქვეყანაში დანერგა ნორვეგიამ, ისლანდიამ და ახლა უკვე საფრანგეთმა.
მომზადებულია BBC.COM- ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები
(0)