
უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი გახდება. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრმა ვადიმ დენისენკომ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ განაცხადა.
"99,95-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი გროისმანი იქნება", - აღნიშნა დენისენკომ უკრაინული ტელეკომპანია "ესპრესოტვ"-ის ეთერში.
ის ირწმუნება, რომ "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" არსენი იაცენიუკის გადადგომას მხარს დაუჭერს.
უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.
სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომაზე - ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა