მსოფლიო
23.03.2017 / 06:03
შრიფტის ზომა:

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქის შუაგული ტერორიტებმა განგებ აირჩიეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქის შუაგული ტერორიტებმა განგებ აირჩიეს

ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.

"ტერაქტის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, "ჩვენი პარლამენტის ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს", - დასძინა ტერეზა მეიმ.

"ჩვენი ქვეყნის სახელით პატივი მინდა ვაგო ჩვენს მამაც პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ", - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

მკითხველის კომენტარები
(2)

რუსუდანი
30 სექტემბერი , 2017 15:09

როდესაც გაზით მოწამლულთა შესახებ გვატყობინებენ, არასოდეს არ აკონკრეტებენ უშუალოდ რამ გამოიწვია ეს, არადა სხვებისთვის საყურადღებო იქნებოდა და იქნებ მსგავსი შეცდომა აღარ გაემეორებინათ.

ლუხო
02 მარტი , 2016 07:03

პირვრლყოვლისა ვინც ინფორმაციას აქვეყნებს უნდა კარგად ერკვეოდეს ტექნიკურ ტერმინოლოგიაში, სახელდობრ მოცემულ შენთხვევაში "ნახშირჟანგის" მაგივრად ხმარობს "ნახშირორჟანგს", ისიც დამახინჯებულად, შემდეგ ქართველები უნდა აიძულო ქუჩაში სწორედ იარონ, აიძულო დაიჯერონ რომ თვითონ არიან თავისი თავის პატრონები და რომ მათზე არავინ არ ზრუნავს.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა, ვრცელდება ინფორმაცია 7 დაღუპულზე.

სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ ქაბულის ცენტრში ინტენსიური სროლა მოხდა.

პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. თალიბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, "ბოევიკებმა" ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს შენობაში შესვლა შეძლეს.

AFP იტყობინება, რომ ტერაქტი ქაბულის იმ რაიონში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებების შენობებია განლაგებული.