
სირიაში ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, სტეფან ობრაინის განცხადებით, აღნიშნულ ქმედებას შესაძლოა ომის დანაშაულის სტატუსი მიენიჭოს.
საჰაერო თავდასხმა იდლიბის პროვინციაში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლდება.
იერიში სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ან რუსეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
როგორც ცნობილია, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გუშინ განახლდა.