17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი იხურება | Allnews.Ge

მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი იხურება

კენიაში ლტოლვილთა ყველა ბანაკის დახურვა იგეგმება. ამის შესახებ "სიენენი" წერს. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება 600 000 ადამიანს შეეხება, რომლებიც აღნიშნულ ბანაკებში ამ დრომდე ცხოვრობენ.

კერძოდ, იგეგმება მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე დიდი - დადააბის ბანაკის დახურვაც, სადაც 300 000 ადამიანი იმყოფება. მთავრობამ ლტოლვილთა ბანაკის დახურვა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.

"კენია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავს დაასრულოს ყველა ლტოლვილის მასპინძლობა", - განაცხადა კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კენიამ მსგავსი გეგმების შესახებ გასულ წელსაც განაცხადა, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაიფიქრა.

კენიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებთა უმრავლესობა სომალელია, სადაც ახლა სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.