პოლიტიკა
27.05.2016 / 05:05
შრიფტის ზომა:

რუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს

რუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

"აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.

"საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა", - განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სადღესასწაულო დღეებში ყაზახეთში საქალაქთაშორისო ზარები უფასო იქნება | Allnews.Ge

სადღესასწაულო დღეებში ყაზახეთში საქალაქთაშორისო ზარები უფასო იქნება

კომპანია "ყაზახტელეკომმა" გადაწყვიტა ფიზიკური პირებისთვის სადღესასწაულო დღეებში საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირი ყაზახეთის ფარგლებში უფასო გახადოს. ამის შესახებ "ტრენდი" კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ფიქსირებულ ნომრებზე ზარები ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე უფასო იქნება ახალ წელს (1 იანვარი), ქალთა საერთაშორისო დღეს (8 მარტი), ნოვრუზის დღესასწაულზე (22 მარტი), ყაზახეთის ხალხის ერთობის დღესასწაულზე (1 მაისი), სამშობლოს დამცველის დღეს (7 მაისი), გამარჯვების დღეს (9 მაისი), დედაქალაქის დღეს (6 ივლისს), ყაზახეთის კონსტიტუციის დღეს (30 აგვისტო), ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის დღეს (1 დეკემბერი) და ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღეს (16 დეკემბერი).

აღნიშნული ცვლილება ძალაში უკვე 6 ივლისს, დედაქალაქის დღეს შევა.