24 ხუთშაბათი - 2025, აპრილი

ევროპაში ზიკას ვირუსის ყველაზე დიდი საფრთხე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია | Allnews.Ge

ევროპაში ზიკას ვირუსის ყველაზე დიდი საფრთხე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია

მოსალოდნელია, რომ ზიკას ვირუსი ევროპაში გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში გავრცელდეს, თუმცა, რისკები დაბალიდან საშუალო დონემდე მერყეობს, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იტყობინება.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე ევროპაში კუნძულ მადეირასა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლშია.

"რეგიონის მასშტაბით რისკები სხვადასხვაა, საფრთხე შედარებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გამავრცელებელი კოღოები ბევრია", - წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ვირუსი ზიკა ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. იგი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს. ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.