
ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფინავი Ан-12 აზერბაიჯანულ ავიაკომპანია Silk Way-ს ეკუთვნოდა.
აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
Ан-12-ის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცხელდება.
აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძილებლად სპეციალური კომისია შექმნა, რომლის წარმომადგენლები ავღანეთში უახლოეს საათებში ჩავლენ.