01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ | Allnews.Ge

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, А320-ის ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო ოპერაციაში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობენ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის სანაპიროებთან ნამსხვრევები აღმოაჩინეს, თუმცა, როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ჯერჯერობით არ დადასტურებულა, რომ ეს ნამდვილად გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტებია.

თვითმფრინავი А320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევც 10 სახელმწიფოს მოქალაქე.

როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.

ეგვიპტის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კატასტროფის ზუსტი მიზეზის დასადგენად პირველ რიგში, ფრაგმენტების პოვნა და შესწავლაა საჭირო.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაგუფებას არ აუღია.