
თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს სომეხთა გენოციდად აფასებს.
თურქეთის პრემიერი - ჩვენი ერი ამაყობს თავისი წარსულით
როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ბერლინისა და ანკარას "მეგობრობის ტესტი" იქნება.
გერმანიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა
მან ასევე მოუწოდა გერმანელ დეპუტატებს, "არარაციონალურ" გადაწყვეტილებაზე უარი თქვან.