02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ კარავში გადავიდა | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ კარავში გადავიდა

"საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - ასეთი განცხადებით ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტების წინაშე მას შემდეგ წარდგა რაც გუშინ, მისი დროებითი კაბინეტი "ოდესა-რენის" გზაზე, კარავში განთავსდა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, ის დროებით კარავში იქამდე იმუშავებს, სანამ "ოდესა-რენის" ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება.

"ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით? საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა გუშინ კარავში პირველი შეხვედრები და თათბირი გამართა. როგორც მოსალოდნელია, დღეს მისი სამუშაო დღე სწორედ კარავში დაიწყება.