01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საფრანგეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა | Allnews.Ge

საფრანგეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა

საფრანგეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა. დასავლური მედიის ცნობით, პარიზის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანვილში დანით შეიარაღებული მამაკაცი, შეძახილებით "ალაჰ აქბარ" პოლიციის ოფიცერს მის სახლთან დაესხა თავს და მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.

საცხოვრებელი სახლის შტურმისას სამართალდამცველებმა რადიკალი მოკლეს. როგორც ცნობილი გახდა, პოლიციელის მეუღლე დაიღუპა.

მომხდარის გამოძიება პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ დაიწყო.

მანიანვილში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო შეხვედრას გამართავს.