01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც ორლანდოს გეი-კლუბში 49 ადამიანი მოკლა, ამ დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა | Allnews.Ge

აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც ორლანდოს გეი-კლუბში 49 ადამიანი მოკლა, ამ დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა

აშშ-ის მოქალაქე ომარ მატინი, რომელმაც ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში ათობით ადამიანი მოკლა, ამ დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა.

როგორც "ბიბისი" წერს, ამის შესახებ თვითმხილველები იტყობინებიან.

მათი თქმით, მატინი ხშირად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შარშან ომარ მატინი, გეი-გაცნობებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციით მას პაემანს სთავაზობდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

მანამდე დასავლური პრესა წერდა, რომ ომარ მატინი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია.

აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი 12 ივნისს ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 49, დაშავდა 53 ადამიანი.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლეს.