მსოფლიო
27.04.2018 / 06:04
შრიფტის ზომა:

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეას ეწვია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სადემარკაციო ხაზზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მშვიდობის სახლში გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"დღეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა", - დაწერა კიმ ჩენ ინმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კიმ ჩენ ინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კარგ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

"ჩვენ აქ მოვედით იმის იმედით, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კონსტრუქტიული დიალოგი წარვმართოთ პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან", - განაცხადა მან.

თავის მხრივ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინს მოუწოდა ერთად დაამყარონ მშვიდობა და კეთილდღეობა კორეის ნახევარკუნძულზე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა | Allnews.Ge

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის სათაური შემდეგია: "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად".

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ:

არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფ 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს;

არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას;

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.