
ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბზე თავდამსხმელის ომარ მატინის მეუღლეს, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ნურ სალმანმა პოლიციის თანამშრომლებთან საუბარში განაცხდა, რომ ცდილობდა მეუღლის განზრახვისთვის ხელი შეეშალა.
სამართალდამცავები მატინის ცოლს თანამონაწილეობაში და პოლიციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის დაფარვაში ადანაშაულებენ.
ხელისუფლების განმარტებით, შესაძლოა, მკვლელმა თავის მეუღლეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კლუბიდან დაურეკა, ნურ სალმანს კი პოლიციისთვის აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებია. თავდამსხმელის ცოლი უკვე დაკითხეს. ის დაკავებული არ არის.
აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც ორლანდოს გეი-კლუბში 49 ადამიანი მოკლა, ამ დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა
გეი-კლუბში მომხდარი თავდასხმისის 49 ადამიანი გარდაიცვალა, 53 კი მძიმედ დაშავდა. სამი დაზარალებული ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია.