
SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა. BBC-ის ინფორმაციით, ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი დედამიწაზე კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდნენ.
ეკიპაჟის წევრებმა Crew Dragon-ი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
SpaceX-სა და NASA-ს საერთო პროექტი წარმატებული აღმოჩდა. როგორც უცხოური მედია წერს, ეს ამერიკული კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია.
ცნობისთვის, SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი ჩრეწ Dრაგონ-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარაოლიმპიელმა ჩემპიონმა ოსკარ პისტორიუსმა სამხრეთ აფრიკის პრეტორიას სასამართლო დარბაზში პროტეზის გარეშე გაიარა.
აღნიშნულ ხერხს მისმა ადვოკატმა იმის სადემონსტრაციოდ მიმართა, თუ რამდენად მოწყვლადია მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების დაწესებისკენ მოუწოდა.
მოსმენები სასამართლოს მიერ მიღებული ახალი განაჩენის გადასახედად იმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარემ ის რივა სტინკამპის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, რაც 15-წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, სასჯელი, შესაძლოა, შემსუბუქდეს შემარბილებელი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ პისტორიუსი უკვე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ოსკარ პისტორიუსს 2013 წლის ვალენტინობის დღეს მისი მეგობარი გოგოს მკვლელობა ედება ბრალად. დაცვის მხარის განმარტებით პისტორიუსმა სააბაზანოდან ისროლა, რადგან ეგონა, რომ სახლში მძარცველი შეიჭრა.
ბრალდების მხარემ ბოლო მოწმედ გარდაცვლილის ბიძაშვილი წარმოადგინა რომელმაც განაცხადა, რომ პარაოლიმპიელს რივა სტინკამპი არ უყვარდა.
მკითხველის კომენტარები
(3)
ა კაცი
ელოდე და ენდე ალიენდეს...