
განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ დაკავებულის ეროვნებას და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმესთან დაკავშირებით დეტალების საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცველებმა "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე გუშინ ირანის მოქალაქეც დააკავეს. სამართალდამცველები მას ასევე ნარკოტიკების უკნაონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ირანის მოქალაქის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს, ჰქონდათ თუ არა რუს გულშემატკივრებს კავშირი კრემლთან. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის წყაროს თანახმად, რუსი ფანატების ქმედებები საფრანგეთში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, შესაძლოა იყოს კრემლის "ჰიბრიდული ომის" გაგრძელება.
"რთულია იმის დამტკიცება, რომ არეულობა კრემლის მიერ იყო სანქცირებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი რუსული ძალოვანი უწყებების თანამშრომელია", - განუცხადა The Guardian-ს ანონიმურმა წყარომ.
უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რასისტულ ქმედებებში ადანაშაულებს
ბრიტანულ პოლიციაში აცხადებენ, რომ საფრანგეთში მომხდარი არეულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული და კოორდინირებული იყო.
16 ივნისს, მარსელის სასამართლომ სამ რუს გულშემატკივარს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორი დღის შემდეგ კი არეულობაში მონაწილე 20 რუსი გულშემატკივარი საფრანგეთიდან გააძევეს.
მკითხველის კომენტარები
(1)
კარგი იქნება თუ რეგლამენტი დაწესდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შესახებ. ყველა მიკროავტობუსში ზედმეტი სკამებია ჩამატებული, განძრევა შეუძლებელია. 10 მგზავრის ნაცვლად 25 გადაყავთ