
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი სარფში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის დასახვედრად მივიდა.
სარფში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას დილიდან ელოდებიან. ისინი სარფის გამშვებ პუნქტთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით შეიკრიბნენ. მათ წარწერებიც გააკეთეს: "ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა".
სარფში მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას ელოდებიან
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.