
თურქეთში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.
მედიის ცნობით, თავდასხმასთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 30 ადამიანია დაკავებული.
გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინმალი ილდირიმის ცნობით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას.