
ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო, სამაგიეროს გადახდით ემუქრება.
აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. სააგნეტოს ინფორმაციით, 21 წუთიან აუდიომასალაში სახელწოდებით, "ჩვენ ყველა ოსამა ვართ", ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეირაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა." - ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლა.