
დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში "ბოევიკების" გასაგზავნად ახალი მარშრუტის გამოყენება დაიწყო, ერთ-ერთი საქართველოზე გადის, - ამის შესახებ თურქული გამოცემა "მილიეთი" სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ევროპაში მოსახვედრად, საქართველოს გარდა, "ბოევიკები" იყენებენ მარშრუტებს აზერბაიჯანისა და კვიპროსის გავლით.
"მილიეთი" წერს, რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებმა აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ "ბოევიკებს" დაავალეს ტერაქტების მომზადება თურქეთსა და აზერბაიჯანში.