01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საფრანგეთის შს მინისტრი - ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურამდეა გაზრდილი | Allnews.Ge

საფრანგეთის შს მინისტრი - ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურამდეა გაზრდილი

ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდეა გაზრდილი, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, თუმცა საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია.

"ტერორისტებთან ომის პირობებში ვართ, მათ სურთ, ჩვენზე დარტყმა ნებისმიერ ფასად მიიტანონ", - განაცხადა ბერნარ კაზნევმა.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ ღამის საათებში ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.