მხატვრების სოლიდარობა ნიცას
2016 წლის 14 ივლისს საფრანგეთი კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. ადგილობრივი დროით 23 საათზე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების, აღნიშვნისას ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაესრისა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გამოიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიცა ტერაქტის შემდეგ: 8 კადრი შეწყვეტილი დღესასწაულიდან
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მხატვრებმაც მიუსამძიმრეს. მათ სოლიდარობა ნახატებით გამოაცხადეს და სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს სახელწოდებით #PrayForNice #PrayForWorld