
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას საერთაშორისო საზოგადოება დაუყოვნებლივ გამოეხმაურა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მიიჩნევენ, რომ თურქეთში მოქმედმა ყველა ძალამ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას პატივი უნდა სცეს. აშშ-ს ლიდერმა თურქეთში დაპირისპირებულ ძალებს სტაბილურისა და სისხლისღვრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ჯონ ქერის განმარტყებით, მან უკვე გამართა მოლპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამერიკის შეერთებული შტატების სრული თანადგომა გამოუცხადა. აშშ-ს სახელმწიფო დეპატრტამენტმა თურქეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის უსაფრთხპოებაა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სირთულებეები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
კრემლის პერეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განმარტებით, მოსკოვისთვის პრიორიტეტული საკითხი ამ დროისთვის თურქეთში მყოფი რუსეთის მოქლაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თურქეთს ალიანსის მნიშვნელოვანი წევრი და მოკავშირე უწოდა და მხარეებს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და პატივისცემა სთხოვა.
მომხდარს გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ირანის ხელისუფლებაც გამოეხმაურა, მათ დაპისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ და დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას საერთაშორისო საზოგადოება დაუყოვნებლივ გამოეხმაურა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მიიჩნევენ, რომ თურქეთში მოქმედმა ყველა ძალამ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას პატივი უნდა სცეს. აშშ-ს ლიდერმა თურქეთში დაპირისპირებულ ძალებს სტაბილურისა და სისხლისღვრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ჯონ ქერის განმარტყებით, მან უკვე გამართა მოლპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამერიკის შეერთებული შტატების სრული თანადგომა გამოუცხადა. აშშ-ს სახელმწიფო დეპატრტამენტმა თურქეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის უსაფრთხპოებაა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სირთულებეები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
კრემლის პერეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განმარტებით, მოსკოვისთვის პრიორიტეტული საკითხი ამ დროისთვის თურქეთში მყოფი რუსეთის მოქლაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თურქეთს ალიანსის მნიშვნელოვანი წევრი და მოკავშირე უწოდა და მხარეებს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და პატივისცემა სთხოვა.
მომხდარს გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ირანის ხელისუფლებაც გამოეხმაურა, მათ დაპისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ და დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს.
მკითხველის კომენტარები
(0)