
საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.
ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ მხარესთან", -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თურქეთის განრისხებული მოსახლეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს თავს დაესხა, - აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცებმა Bild ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მოსახლეობამ რამდენიმე მეამბოხე სტამბოლის ცენტრში გაიყვანა, გააშიშვლა, გაროზგა და უმოწყალოდ სცემა.
"ბიბისის" ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თავის მოკვეთის სცენაა ასახული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მეამბოხე სიკვდილით ბოსფორის სრუტის ხიდზე დასაჯეს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.
მკითხველის კომენტარები
(0)