მსოფლიო
26.03.2016 / 07:03
შრიფტის ზომა:

ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს - ფრანსუა ოლანდი

ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს - ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და პარიზში განხორციელებული ტერაქტების უკან მდგარი ტერორისტების ქსელის განადგურება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება.

"ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის სხვა ქსელები. მაშინაც კი, როდესაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების უკან მდგარი ტერორისტების განადგურების პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე კვლავ რჩება", - აღნიშნა ოლანდმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ქვეყნის პოლიციამ ეროვნებით ფრანგი რედა კრიკეტი დააკავა, რომელიც გავრცელებული ცნობით, თავდასხმას გეგმავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულს კავშირი აქვს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებთან. მისი დაკავების შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა ქალაქ არჟანტიოიშიც.

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის არაერთ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ერდოღანმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა | Allnews.Ge

ერდოღანმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტისა და საზოგადო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშნგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას", - ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.

თავად ფეთჰულა გიულენმა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა უკვე უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო.

ბარაკ ობამას თურქეთის პირველი პირის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი გუშინ განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა პარასკევს ღამით იყო. მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.