01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იოჰანეს ჰანი - თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული | Allnews.Ge

იოჰანეს ჰანი - თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე იყო გამზადებული. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.

"ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული. სიები ხელმისაწვდომია, რაც მიუთითებს, რომ წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო", - განახადა იოჰანეს ჰანმა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს 6 000-მდე ადამიანი, მათ შორის მოსამართლეებიც.

"ძალიან შეშფოთებული ვარ, ეს სწორედ ის არის, რისიც გვეშინოდა", - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.