საზოგადოება
08.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ დაკავებულის ეროვნებას და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმესთან დაკავშირებით დეტალების საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სამართალდამცველებმა "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე გუშინ ირანის მოქალაქეც დააკავეს. სამართალდამცველები მას ასევე ნარკოტიკების უკნაონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ირანის მოქალაქის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ნანა
29 აგვისტო , 2017 08:08

კარგი იქნება თუ რეგლამენტი დაწესდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შესახებ. ყველა მიკროავტობუსში ზედმეტი სკამებია ჩამატებული, განძრევა შეუძლებელია. 10 მგზავრის ნაცვლად 25 გადაყავთ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთში, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს | Allnews.Ge

თურქეთში, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იგი მზად არის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინოს, "თუ ხალხი ამას მოითხოვს". ამ ინიციატივის შესახებ მან გასულ კვირას მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ განაცხადა.

"ვერ აუვლი გვერდს ხალხის მოთხოვნას. დღეს ამერიკაში არ არის სიკვდილით დასჯა? რუსეთში? ჩინეთში? მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში არ არის სიკვდილით დასჯა", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის მიერ სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის შესახებ გაკეთებული განცხადება მოგვიანებით დაგმეს დასავლეთში. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს,

თურქეთს ბლოკში გაწევრიანების შანსი აღარ ექნება, თუ იგი სიკვდილით დასჯას აღადგენს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის, შტეფან ზიბერტის განმარტებით, ევროკავშირი ღირებულებების გაერთიანებაა, სიკვდილით დასჯის შემოღება კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვეღარასდროს გახდება ევროკავშირის წევრი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ერდოღანს სიკვდილით დასჯის აღდგენა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სურს. მათივე მოსაზრებით, სიკვდილით დასჯის აღდგენის შანსი დიდია. თუმცა, მანამდე აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უნდა შევიდეს და საკანონმდებლო ორგანომ მას მხარი უნდა დაუჭიროს.

თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა, მას შემდეგ რაც მან ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.