მსოფლიო
21.03.2018 / 12:03
შრიფტის ზომა:

სერგეი ლავროვი თანამდებობას დატოვებს - ტელეკომპანია RTVI

სერგეი ლავროვი თანამდებობას დატოვებს - ტელეკომპანია RTVI

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია RTVI იუწყება.

წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის საიდუმლო", - განუცხადა RTVI-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება ლავროვი საკუთარ თანამდებობაზე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა | Allnews.Ge

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გათავისუფლებული არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

მანამდე, მოლაპარაკებების შედეგად თავდამსხმელებმა ორი პოლიციელი გაათავისუფლეს.

როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრის გახსნა მოითხოვა.

შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.