ეკონომიკა
29.05.2018 / 12:05
შრიფტის ზომა:

მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში - მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე საუბრობს

მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში - მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე საუბრობს

ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რის გამოც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერს ბადებს:

"მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 630 000 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი ბიზნესის დასაწყებად, ელემენტარულად გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჭარბვალიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან რისკს და ამ რისკს სჭირდება დაზღვევა.

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს - ამას მაკროეკონომისტები ინკლუზიურ ზრდას უწოდებენ. ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია სწორედ ჭარბვალიანობა. ის, რა პრინციპითაც ხშირად ხდებოდა დაკრედიტება, ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უპასუხისმგებლო პრაქტიკა" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ჭარბვალიანობა შემცირდება.

ბანკებთან, მიკროსაფინანსოებთან და ლომბარდებთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა

როგორც ბახტაძემ განაცხადა, დაგეგმილი ინიციატივები მოიტანს ეკონომიკურ სტაბილურობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკურ სიმყარესა და ინკლუზიურ ზრდას.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბვალიანობა შემცირდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილური და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ მივიღებთ ახალ ევროპული სტანდარტის მქონე, მომხმარებლების უფლებების დაცვის ატმოსფეროს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მკითხველის კომენტარები
(2)

ალექს
30 მაისი , 2018 02:05

ლარიზაციამდე შუამავალ მევახშეთა ერთჯერადი საკომისიო 2-3 % იყო,თავად ფულის პატრონისა ყოველთვიური 1,5-2,0 % ,ახლაა ბატონო შესაბამისად 7-10 % და 3 % !!!!!
დასაჯეთ ლარიზაციის ავტორი,ხომ ცხადია,ისააა მევახშეთუსტაბაში ?!
არ გოუმარჯოს ახლა ნაცქოცმოქკავშირს,აბა ვის,კომკავშირს ?
კომკავშირია ეგა ,კომკავშირი !
ჭარბვალიანობა ეს დაგეგმილი შედეგია,ამ შედეგამდე ოცი წელი მიყავდა მავანთ ქვეყანა,ხელოვნურია საკრედიტო დეფიციტი ,ხელოვნურია და არაობიექტური კრედიტინფო,ეს კარტელია სანოტარო სამევახშეო სფეროსა და საბანკო მენეჯმენტს შორის !
ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აქ ურტყეს !
დამაქცევარი კანონებიც დივერსიაა,მერწმუნეთ,ამას არ შვება ამერიკა და ევროპა,ეს რუსული ჩექმაა !

ალექს
29 მაისი , 2018 16:05

ასი როა დღეს მარაზმია ,50 კი არა 10 % უნდა იყოს,10 !!!!!!!!!!
ჭარბვალიანობა ეს დაგეგმილი შედეგია,ამ შედეგამდე ოცი წელი მიყავდა მავანთ
ქვეყანა,ხელოვნურია საკრედიტო დეფიციტი ,ხელოვნურია და არაობიექტური
კრედიტინფო,ეს კარტელია სანოტარო სამევახშეო სფეროსა და საბანკო მენეჯმენტს
შორის !
ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აქ ურტყეს !
დამაქცევარი კანონებიც დივერსიაა,მერწმუნეთ,ამას არ შვება ამერიკა და
ევროპა,ეს რუსული ჩექმაა !
აშკარაა სამევახშეო კორპუსის ლობირება,ლარიზაციის მამულიშვილურად ყბადაღებულ ლენინურ დეკრეტამდე (ლენინურია ,როცა ერთ პროლეტარს ართმევ და მეორეს აძლევ ,პროლეტართა რაოდენობა კი არ მცირდება,წასართმევი მცირდება ) სამევახშეო კრედიტი 1,5-2,0 % იყო ,შუამავლის მომსახურება ფულის პატრონთან 2-3 % დაკავშირებისათვის ,ახლაა შესაბამისად 3 და 7 პროცენტი ,მაგრამ იქნება 5 და 12 პროცენტიო,მევახშეებმა !
რა სტრუქტურაა კრედიტინფო ?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო | Allnews.Ge

ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაშავდა.

დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო "ამაკის" ცნობით, შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა. "თალიბანის" მებრძოლების განცხადებით, მათ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყველა ადამიანის უფლებაა.

ქაბულში აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.