დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა, გადაიდო ყველა რეისი, აიკრძალა თვითმფრინავების დაშვება. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი ზომა მას შემდეგ მიიღეს რაც აეროპორტში ავიაკომპანია Emirates-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.
Boeing 777 ინდოეთის ქალაქ თირუვანანთაპურამიდან დუბაიში ახორციელებდა რეისს.