28 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აშშ თურქული მხარისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს | Allnews.Ge

აშშ თურქული მხარისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს

აშშ თურქული მხარისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს, რადგან მისი სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის შესახებ ანკარამ საკმარისი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია.

თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.