02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თარხან ბათირაშვილის სავარაუდო "შემცვლელის" ვინაობა უკვე ცნობილია | Allnews.Ge

თარხან ბათირაშვილის სავარაუდო "შემცვლელის" ვინაობა უკვე ცნობილია

13 ივლისს, "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის ე.წ. "ჟღალი გენერალის" ომარ ალ შიშანის (თარხან ბათრაშვილის) სიკვდილის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ერაყში ქალაქ მოსულის მისადგომებთან ბრძოლებში დაიღუპა.

ამჯერად მისი სიკვდილი "ხალიფატის" ოფიციალურმა წყაროებმაც დაადასტურეს. ეს ომარ ალ შიშანის მერვე და როგორც ჩანს, რეალური სიკვდილია.

მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათრაშვილის სიკვდილი "ხალიფატისთვის" მართლაც დიდი დანაკარგია, ეს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. "სტაფში" დიდ რყევებს არ მოიტანს, რადგან, როგორც ცნობილია, ომარ ალ შიშანის უკან მისი ძმა თამაზი დგას, რომელიც აბდურახმანის სახელითაა ცნობილი.

სირიულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ სწორედ თამაზი გეგმავდა ომარ ალ შიშანის ყველა წარმატებულ სამხედრო ოპერაციას, მათ შორის: 2014 წლის ივნისში ქალაქ მოსულის და ტიქრიტის აღებას, რასაც 29 ივნისს " ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მხრიდან " ისლამური ხალიფატის" გამოცხადება მოჰყვა.

მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება

თამაზ ცათიაშვილის (თარხანისგან განსხვავებით მისი ძმები თამაზი და თენგიზი დედის გვარს ატარებენ) სახელი პირველად მეორე ჩეჩნური ომის დროს გახმაურდა, სადაც ის თავის რამდენიმე თანამემამულესთან ერთად იჩკერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მოგვიანებით, იგი მურად მარგოშვილის (მუსლიმ ალ შიშანის) რაზმს შეუერთდა და მასთან ერთად მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლებში.

სირიაში თამაზ ცათიაშვილი 2013 წელს წავიდა, იმ დროისთვის მას უკვე ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ მათ " ხელისუფლებაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ერგოთ, თარხან ბათირაშვილი სამხედრო მინისტრი გახდა, ხოლო თამაზი დღემდე "ხალიფატის" კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს, ასევე აკონტროლებს ხალიფატის ციხეებს.

სავარაუდოდ, თამაზ ცათიაშვილი დგას იმ გახმაურებული აუდიოჩანაწერების უკან რომლებიც "ხალიფატის" ე.წ. დედაქალაქში სპეციალურად პანკისის "ჯამაათისთვის" ჩაიწერა. აუდიო მიმართვები ერთგვარი ულტიმატუმია და მუქარის ხასიათს ატარებს, პირველი აუდიო მიმართვის ავტორი გურამ გუმაშვილი იგივე " ადამი" უნდა იყოს რომელიც " ისლამური სახელმწიფოს" ე,წ იუსტიციის მინიტრია.

თავის მიმართვაში ის ხეობის ჯამაათს ბრალს სდებს უმოქმედობასა და " მურთადებთან" თანამშრომლობაში, სთხოვს რამადანის დაწყებამდე ჯამაათმა ბაიათი( ფიცი) მისცეს ხალიფას და ზოგადად სწორ გზაზე დადგნენ.

პანკისის ხეობაში მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ

მიმართვის ბოლოს მეტი დამაჯერებლობისთვის აღნიშნავს, რომ: " ამას მხოლოდ ადამი არ ლაპარაკობს", რაც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე რომ " ადამა" უფრო ავტორიტეტული ადამიანის პოზიციას აჟღერებს, ასეთი კი მხოლოდ თარხანი ან მისი ძმა თამაზი უნდა იყვნენ. დაახლოებით სამი კვირის წინ გაკეთდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ისევე როგორც პირველი მუქარის ხასიათს ატარებს. მისი ავტორი სავარაუდოდ რუსლან ტოხოსაშვილი იგივე" ჰამზაა"ტოხოსაშვილი თავის დროზე თარხან ბათრაშვილის დაცვის და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ამჟამად ის სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.

საველე მეთაური საკუთარ ნათესავებს "ჯიჰადში" მონაწილეობისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება რომ ისინი მისი მტრები გახდებიან.

რაც შეეხება პანკისის ხეობას, დღეს არავის სურს სირიაში საომრად წასვლა, " ისლამური სახელმწიფო" რომელიც ყოველდღიურად ტერიტორიების გარდა მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსსაც კარგავს.

"ხუთვარსკვლავიანი ჯიჰადი" წარსულს ჩაბარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, "ჟღალი გენერალის" შემცვლელი აუცილებლად გამოჩნდება და ეს სავარაუდოდ, აბდურახმან ალ შიშანი იქნება.

 

წყარო: thedailybeast.com

კვირის პალიტრა