
აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" 50 გავლენიანი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის შესაძლოა, "აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს".
"დარწმუნებული ვართ, რომ ის შესაძლოა საშიში პრეზიდენტი იყოს, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია განცხადებაში.
"რესპუბლიკელი" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს აკლია "ფასეულობები და გამოცდილება".
განცხადების ავტორებს შორის არიან აშშ-ის სხვადასხვა სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები, პრეზიდენტის ექს-მრჩევლები, ეროვნული უშიშროების სამსახურების ყოფილი ხელმძღვანელები.