
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 - "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმ ქალებს შესაძლოა, ფარანჯის ტარება აეკრძალოთ.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, უახლოეს მომავალში უწყება წარადგენს ზომების პაკეტს - ე.წ. ბერლინის დეკლარაციას, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების დონის გაზრდისკენ არის მიმართული.
დოკუმენტის დეტალური განხილვა სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, გერმანიის ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.
დეკლარაციის შავ ვარიანტში ნათქვამია, რომ გერმანიაში უნდა აიკრძალოს მუსლიმური ტანისამოსის - ნიკაბისა და ფარანჯის ტარება, უნდა დაჩქარდეს მიგრანტების დეპორტაციის პროცესი, 2020 წლისთვის გერმანიაში პოლიციელების რაოდენობა 15 ათასით უნდა გაიზარდოს, ასევე გაუქმდეს ორმაგი მოქალაქეობა, ტერაქტების შემთხვევაში კი სპეცოპერაციებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც უნდა მიეცეთ.დავწერი ცოტაა
მკითხველის კომენტარები
(0)