27 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აშშ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს | Allnews.Ge

აშშ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება "დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელების ელექტრონული ფოსტების გატეხვის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის თანახმად, სანქციების დასაწესებლად თეთრმა სახლმა კრემლი ან მის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები კიბერთავდასხმებში ოფიციალურად უნდა დაადაშანაულოს.

The Wall Street Journal-თან საუბარში წყარო აცხადებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები "თითქმის დარწმუნებული არიან, რომ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალი არსებობს".

გასულ თვეს "ვიკილიქსის" ვებპორტალმა აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" წევრთა ათასობით წერილი გამოაქვეყნა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას, რასაც კრემლში კატეგორიულად უარყოფენ.