06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთის სასამართლომ ფეხბურთელ ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა | Allnews.Ge

თურქეთის სასამართლომ ფეხბურთელ ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, შუქური აშშ-ში მცხოვრები ყოფილი იმამის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული.

"ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ ჰაქან შუქური ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში "გალათასარაიში" თამაშობდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.