01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აფროამერიკელის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი და მასშტაბური დემონსტრაცია ამერიკაში | Allnews.Ge

აფროამერიკელის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი და მასშტაბური დემონსტრაცია ამერიკაში

ამერიკის შტატ ვისკონსინის უმსხვილეს ქალაქ მილუოკიში გამართულ დემონსტრაციას თან არეულობა ახლდა. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში 100-ზე მეტი ადამიანი პოლიციის მიერ აფროამერიკელის მკვლელობის ფაქტის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

დემონსტრანტებმა ავტოგასამართ სადგურს, ბანკსა და ორ მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს. კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს. თვითმხილველთა ცნობით, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.

ინციდენტის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა, მას სამართალდამცველების მანქანის ფანჯარაში ნასროლი აგური თავში მოხვდა.

შაბათს პოლიციის თანამშრომლებმა 23 წლის აფროამერიკელი მამაკაცი დევნის შედეგად მოკლეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მას მოპარული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

აშშ-ში აფრო-ამერიკელების მკვლელობის ფაქტი თეთრკანიანთა მკვლელობას 5-ჯერ აღემატება

გასული თვის დასაწყისში ამრიკის შეერთებული შტატები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"- ასეთი იყო მომიტინგეების დევიზი. დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლბის მიერ აფრო-ამერიკელების მოკვლის შემთხვევების გამო გამოვიდნენ მსხვილი ქალაქების ქუჩებში. ერთ-ერთ მსგავს აქციას დალასში ხუთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხევრპლა.