
"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს“ წყარომ განუცხადა.
"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცურვის სამყაროში მაიკლ ფელპსმა სახელი სენსაციურად 15 წლის ასაკში გაითქვა, როდესაც 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშების საგზური მოიპოვა, რამდენიმე თვეში კი ბატერფლაით 200 მეტრზე ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ცურვის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა რეკორდსმენი გახდა. 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე რვა დისციპლინაში ფელპსმა 6 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა კი მისი ბენეფისი აღმოჩნდა - 8 ოქრო 8 დისციპლინაში და ამავდროულად - 7 მსოფლიო რეკორდი.
ამის შემდეგ ფელპსმა მოტივაცია დაკარგა. მას არ უნდოდა ლონდონის ოლიმპიადაზე წასვლა, მაგრამ წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს "საჭირო იყო".
"მე აღარ მინდოდა ცურვა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ გაჩერება არ შემეძლო. ჩემს თავს ვაიძულებდი მეკეთებინა ის, რაც არ მიყვარდა. ამ ოთხი წლის განნავლობაში კვირაში მინიმუმ ორ ვარჯიშს ვაცდენდი, იმიტომ რომ მეზარებოდა"-ამბობს ფელპსი.
ასეთი სუსტი მომზადების შემდეგაც კი ლონდონში ფელპსმა 4 ოქრო მოიპოვა - 2 ინდივიდუალური და 2 გუნდური. ასეთი ძლიერი იყო უმოტივაციო და ზარმაცი ფელპსი.
ფელპსი თანამედროვეობის და, ალბათ, ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოცურავე გახდა. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ მას ტერფების უჩვეულო ფორმა აქვს, რაც იდეალურად უხდება ცურვას. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ბავშვობიდან ფელპსი მხოლოდ ცურვაზე ფიქრობდა. მსოფლიომ გაიგო, რას ჭამს ფელპსი დღის განმავლობაში: 2012 წელს NY Post-მა დაწერა, რომ დღეში ფელპსი 12 ათას კალორიას იღებს.
ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ფელპსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა - 22 ოლიმპიური მედლით, მათ შორის 18 ოქროს (ყველა დროის საუკეთესო შედეგი). ზედმეტ სახელად მას "ტყვია ბალტიმორიდან" შეარქვეს.
ამის შემდეგ მაიკლს დაეწყო პრობლემები. 2014 წელს ბალტიმორის პოლიციამ ფელპსი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა. ფელპსი იყო მთვრალი და ვერაფერს ხვდებოდა, იმიტომ რომ მთელი ღამე პოკერს თამაშობდა. მაიკლი სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწვა. ეს გახდა ბოლო წვეთი. მანამდე იყო სირთულეები პირად ცხოვრებაში, ნათესავებთან დაკავშირებული სკანდალები, კაზინოებში გატარებული ღამეები და ისტორიები იმის შესახებ, რომ ფელპსი ბევრს სვავს. გაზეთები წერდნენ, რომ ფელპსს ყურადღებისა და ჰიპერაქტიურობის დეფიციტი აქვს და, როდესაც დასრულდა სპორტული დატვირთვები და დამღლელი რეჟიმი, მაიკლს საკუთარი ცხოვრების ორგანიზება გაუჭირდა. ადამიანი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა წყალში, უსუსური აღმოჩნდა ხმელეთზე.
რიოში წასვლა ფელპსმა ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვედრამდე გადაწყვიტა. მისი მწვრთნელის ბოუმენის აზრით, 2013 წლის გაზაფხულზე მის ტელეფონზე გაისმა ზარი და არც თუ ფხიზელი ხმით მაიკლმა უთხრა: "მგონი, ეს კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ".
რიო ოლიმპიადის წინ ფელპსი ამბობდა: "მე დავასრულე კარიერა. მაგრამ გავიდა წელიწადნახევარი და მოხდა ისე, რომ მე გადავწყვიტე ჩავიდე წყალში და ვნახო, რა გამოვა აქედან".
რიოში ფელპსმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი თქმით, ეს ოლიმპიადა ნამდვილად ბოლოა და ახლა ოლიმპიური თამაშების 28 გზის მედალოსანი ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებს.
P.შ. თუკი წარმოვიდგენთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ფელპსი ასპარეზობდა არა აშშ-ს, არამედ გამოგონილი საკუთარი ქვეყნის (პირობითად - ფელპსის რესპუბლიკის) სახელით, ყველა დროის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლების ნუსხაში ფელპსის რესპუბლიკა 33-ე ადგილზე აღმოჩნდებოდა და გაუსწრებდა ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიცაა ირანი, არგენტინა, ინდოეთი და მექსიკაა.
მკითხველის კომენტარები
(0)