
თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენისთვის 2 სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 მილიონ 210 ათასი დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს.
ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასსასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა.
ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი
პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთულა გიულენი დამნაშავედ ცნოს "კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის", "მთავრობის ძალადობირივი გზით ჩამოგდების მცდელობის", "რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა" და "ტერორიზმის დაფინანსების" მუხლებით.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მოღვაწე ფეთულა გიულენი გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს.