07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა | Allnews.Ge

სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. უმრავლესობა საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა, ასობით ბავშვი კი შიმშილითა და დაავადებებით გარდაიცვალა.

ასეთია სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის მონაცემები.

თავის მხრივ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch იტყობინება, რომ 2011 წლის მარტიდან დღემდე სირიაში, ციხეებში 1 433 ბავშვი მოხვდა, აქედან სულ მცირე 100-ის წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებდნენ.

სირიელმა ბიჭუნამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ომის სისასტიკე

"იუნისეფის" ინფორმაციით, საომარი მოქმედებები სირიაში მცხოვრები ბავშვების 80%-ს შეეხო, ქვეყანაში 2,1 მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში სიარულის შესაძებლობა არა აქვს.