
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც "ბიბისი" წერს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბერლინგტონში, სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა ცეცხლის გახსნა.
ამჟამად პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს, ხელისუფლების ცნობით, ის ლათინოამერიკული გარეგნობის მამაკაცია.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.