
გერმანიის ქალაქ დრეზდენში ორი აფეთქება მოხდა. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დრეზდენის მეჩეთთან, მეორე კი საერთაშორისო კონგრეს-ცენტრთან აფეთქდა.
დრეზდენის პოლიციის ცნობით, აფეთქებები სავარაუდოდ, უცხოელების წინააღმდეგ იყო მიმართული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.