საზოგადოება
25.08.2017 / 07:08
შრიფტის ზომა:

მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით

მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბში შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით.

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ამ კრიზისულ დროს. მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას.

ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ", - აღნიშნა მერსი ტემბონმა.

როგორც მერსი ტემბონმა განაცხადა, თავდაპირველად მოხდება სიტუაციის შეფასება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებს, რა კუთხით მოხდეს დახმარება კონკრეტულად.

შეხვედრას საგანგებო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.

მკითხველის კომენტარები
(1)

გიორგი/
25 აგვისტო , 2016 15:08

ნისლი, ნისლი, ალბიონი!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის წინააღმდეგია | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის წინააღმდეგია

დიდი ბრიტანეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ გეგმას ევროკავშირის არმიის შექმნის თაობაზე, რადგან ამან შესაძლოა, ნატო-ს როლს ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა ბრატისლავაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა უკვე დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის არმიის შექმნის საკითხზე ვეტოს დადების უფლება არ ექნება.

"არის ქვეყნების რიგი, რომელსაც ჩვენსავით მიაჩნია, რომ ეს ცალკეული წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევას ნიშნავს. გეთანხმებით, რომ ევროპამ ტერორიზმისა და მიგრაციის წინაშე ძალისხმევა უნდა გააორმაგოს, მაგრამ ნატო-ს დუბლირება სწორი გზა არ იქნებოდა", - განაცხადა მაიკლ ფელონმა.

ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნაზე მსჯელობა 2015 წელს დაიწყო, როდესაც აღნიშნული ინიციატივით ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა.