02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეთნიკური ქურთების ქორწილში აიფეთქა თავი. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი და ათობით დაშავდა. შემთხვევა სირიის პროვინცია ელ-ჰასაკაში მოხდა.

როგორ სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.

ტერაქტის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მედიასააგენტომ "ამაქმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი სწორედ დაჯგუფების წევრმა განახორციელა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ელ-ჰასაკას უმეტეს ნაწილს სწორედ ქურთები აკონტროლებენ.