08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჰაიტიზე ქარიშხალ "მეთიუს" ორი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ჰაიტიზე ქარიშხალ "მეთიუს" ორი ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტის ქარიშხალი "მეთიუ" დაატყდა თავს. სტიქიას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ბიბისი" წერს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად ჰაიტის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქები დაზარალდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაიტიზე, იამაიკაზე და დომინიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის საშიშროება არსებობს.

ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ათასობით ადამიანი კვლავ დროებით კარვებში ცხოვრობს.